„ეს არის სახელმწიფოებრივი დღესასწაული": გახარიამ საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა

© photo : Government of Georgia / FBპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სვეტიცხოვლობა საქართველოს მოქალაქეებს აერთიანებს და ამ ერთობით კორონავირუსის დამარცხებაც შესაძლებელია.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს სვეტიცხოვლობა მცხეთიდან, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა.

პრემიერმა სვეტიცხოველში აღნიშნა, რომ სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოს მოქალაქეებს აერთიანებს და ამ ერთობით კორონავირუსის დამარცხებაც შესაძლებელია.

„სვეტიცხოვლობა აღარ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული, ეს არის სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც გვაერთიანებს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები, ექიმები, ქართული ეკლესია, მთავრობა ერთად გავიმარჯვებთ და ამ ერთიანობით შეგვიძლია დავამარცხოთ ყველაზე მძიმე მტერიც, როგორიც არის ვირუსი. ამ ერთიანობით ჩვენ უნდა ვიყუროთ ხვალინდელი დღისკენ“, – განაცხადა გახარიამ.

დღეს საქართველოში დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.

პატრიარქი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს>>

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.

14 ოქტომბერი საქართველოში უქმე დღეა.

ყველა ახალი ამბავი
0