ამირან გამყრელიძე: საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორის – თბილისი

© photo: Sputnikთბილისის ქუჩაში
თბილისის ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქში ბოლო დღე-ღამეში ვირუსის გავრცელების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, თბილისში შემთხვევათა რაოდენობა აჭარის რეგიონის მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატება.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი – 297 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ახალი შემთხვევების 44 პროცენტს შეადგენს – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ინფიცირების ზრდის შედეგებზე უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 109-ს მიაღწია>>

მისი თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე ცხელ წერტილად აჭარის რეგიონი მიიჩნეოდა, სადაც მუდმივად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. დღეს კი, ახალი შემთხვევების რაოდენობის მხრივ, აჭარის რეგიონი დედაქალაქს საგრძნობლად ჩამორჩება.

„დღეს მეტად საყურადღებო სამი რეგიონია, მათ შორის დედაქალაქი, სადაც ბოლო დღე-ღამეში ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება აჭარას, თანდათან არის ნიშნები სტაბილიზაციისკენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მესამე საყურადღებო რეგიონი იმერეთი და, კერძოდ, ქუთაისია.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: ახალი ანტირეკორდი – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 680-ით გაიზარდა და 13521-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7159 ადამიანი, გარდაიცვალა - 109, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 - სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა

ყველა ახალი ამბავი
0