Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბოლო მოდელის „პორშე“ საყვარელი მეუღლისთვის – ქეთი ჟღენტმა საოცარი საჩუქარი მიიღო – ფოტო

© Facebook / Lika Shengeliaქეთი ჟღენტი
ქეთი ჟღენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილიონერმა თოშა ქებურიამ ცნობილ მეუღლეს ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა. ნახეთ მანქანის ღირებულება და ფოტოები.

ცნობილ მოდელს ქეთი ჟღენტს მილიონერმა ქმარმა საჩუქრად ფორთოხლისფერი მანქანა აჩუქა. საჩუქრის ფოტო მოდელმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ განათავსა. როგორც ირკვევა, მანქანა Porsche Cayenne Coupe 2020 წლის მოდელია. მესამე თაობის Porsche Cayenne-ის ფასი 74 828 ევროდან იწყება. Turbo ვარიანტი 138 850 ევროდ არის შეფასებული.

მი­ლი­ო­ნერ თოშა ქე­ბუ­რი­ა­სა და მო­დელ ქეთი ჟღენ­ტს გასული წლის სექტემბერში მე­ო­რე შვი­ლი შეეძინათ. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში და­ი­ბა­და და მშობ­ლებ­მა მას ბა­ბუ­ის, ბიზ­ნეს­მენ ბუბა ქე­ბუ­რი­ას სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. თო­შას და ქე­თის მანამდე, 2018 წელს ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც კა­ტე­რი­ნა და­არ­ქვეს. გო­გო­ნა დე­დის ას­ლია. ქე­ბუ­რი­ამ უმ­შვე­ნი­ე­რეს მო­დელს ხელი ორი წლის წინ კან­ის სა­ნა­პი­რო­ზე სთხო­ვა და ისინი მალე და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც.

„თო­შამ ჩემს მშობ­ლებ­თან ითხო­ვა, რომ დავ­ნიშ­ნუ­ლი­ყა­ვით და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ დავ­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით. ამის შემ­დეგ გა­ვემ­გზავ­რეთ კან­ში, თო­შას მშობ­ლე­ბის გა­საც­ნო­ბად. მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ 18 აგ­ვის­ტოს ლაჟ­ვარ­დო­ვან სა­ნა­პი­რო­ზე მთხო­ვა ხელი, ეს იყო საყ­ვა­რე­ლი სურპრი­ზი, თო­შამ მთხო­ვა ცაში ამე­ხე­და, სა­დაც თვითმფრი­ნა­ვი მოფ­რი­ნავ­და სი­ტყვე­ბით Katie, marry me, გვერ­დით კი ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი იმა­ლე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ჩემი თან­ხმო­ბის შემ­დეგ გა­მოც­ვივ­დნენ და ჩვენ­თან ერ­თად გა­ი­ზი­ა­რეს ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა“, – იხ­სე­ნებს ქეთი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

View this post on Instagram

👨‍👩‍👧‍👦💚 @toisho27

A post shared by Katie Jgennti-Keburia (@katiejgennti) on

ცო­ლო­ბა­ზე თან­ხმო­ბის შემ­დეგ წყვილ­მა პა­რიზ­ში სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დე­ბი შე­ი­ძი­ნა და ქორ­წი­ლი ორ­ჯერ გა­და­ი­ხა­და. წყვი­ლი სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტს, ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ დამ­ზა­დე­ბუ­ლა. მისი წონა 400 კგ-ს შე­ად­გენ­და, სი­მაღ­ლე – 5 მეტრს. სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტის დამზადებაზე კი 12 დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და.

ყველა ახალი ამბავი
0