08:09 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საეკლესიო კალენდარი (212)
46 0 0

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. დღეს საქართველოში დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.

დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო წირვა 10:00 საათზე დაიწყო, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. 

საპატრიარქოს ინფორმაციით, წირვა რეგულაციების სრული დაცვით ტარდება – მომლოცველებს ტაძრის ეზოში თერმოსკრინინგი უტარდებათ. აუცილებელია პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.  

მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის განცხადებით, მიმდინარე პანდემიის გამო არანაირი ღონისძიება არ ჩატარდება.

„დღევანდელ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით მცხეთელებს. სვეტიცხოვლობა მცხეთელებისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და გამორჩეული დღესასწაულია. წელს დღესასწაული, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საკმაოდ მოკრძალებულად აღინიშნება, პრაქტიკულად არანაირი ღონისძიებები დაგეგმილი არ არის“, – განაცხადა ჟურნალისტებთან შალვა კერესელიძემ.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.

14 ოქტომბერი საქართველოში უქმე დღეა.

თემები:
საეკლესიო კალენდარი (212)

მთავარი თემები