11:53 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (109)
69 0 0

საპატრიარქოს ცნობით, დღეს, 13 ოქტომბერს ლოცვა 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო 14 ოქტომბერს წირვა – 10:00 საათზე.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

14 ოქტომბერს საქართველოში დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.

საპატრიარქოს ცნობით, დღეს, 13 ოქტომბერს ლოცვა 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო 14 ოქტომბერს წირვა – 10:00 საათზე.

„ვირუსთან დაკავშირებით ხალხის უსაფრთხოების მიზნით ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომება ტემპერატურა. აუცილებელია ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წინა წლებში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდებოდა და
მცხეთის შესასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი მხოლოდ სპეციალური საშვებით იყო.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.

14 ოქტომბერი საქართველოში უქმე დღეა.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (109)

მთავარი თემები