„გამოდი, ნუ გეშინია“ – ოპონენტები გახარიას ტელედებატებში იწვევენ

© Sputnik / Vladimir Umikashvili"სტრატეგია აღმაშენებლის" აქცია
სტრატეგია აღმაშენებლის აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან დებატები სურს, რადგან არჩევნების შემდეგ მისი ადგილის დაკავების იმედი აქვს.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდულმა ფრთამ მთავრობის კანცელარიის შენობასთან აქცია გამართა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დებატებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. 

გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“: საქმეები, ამბიციები და წარსულის ჩრდილები

დებატები, რომელზეც არის საუბარი, 15 ოქტომბერს უნდა გაიმართოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. ლოტოტრონის საშუალებით გამართული კენჭისყრის თანახმად, 15 ოქტომბერს დებატებში სწორედ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე და „ქართული ოცნების“ პრემიერი გიორგი გახარია უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ვაშაძის სურვილია, რომ დებატებში მისი ოპონენტი სწორედ მთავრობის მეთაური იყოს.

„ნუ იქნები კურდღელი, ნუ გეშინია! გამოდი დებატებზე“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. ახალგაზრდებს კანცელარიასთან მიტანილი ჰქოდათ პოლიტიკოსების ფოტოები და პლაკატები წარწერით „გახარია VS ვაშაძე“.

გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებელს“, საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სხვადასხვა კომპანიის გამოკითხვის შედეგებით, ამომრჩეველთა 4% უჭერს მხარს.

გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ შექმნის იდეა გიორგი ვაშაძეს ეკუთვნის, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე და წინა ხელისუფლების პერიოდში წარმატებული პროექტების ერთ-ერთი ავტორი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0