შიდა ქართლის ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

© photo: Sputnik / Stringerსაკლასო კაბინეტი
საკლასო კაბინეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე შიდა ქართლში თვითიზოლაციაში 544 პირი რჩება. გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 25 შემთხვევა გამოვლინდა.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. შიდა ქართლის რეგიონის ორი სკოლა, სადაც კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო
კორონავირუსმა სასწავლო პროცესი ჩაშალა: ქუთაისის №1 საჯარო სკოლა ონლაინ–სწავლებაზე გადადის

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ გულედანის განცხადებით, ინფიცირებულთა შორის სამი მოსწავლეა.

მისი თქმით, ინფიცირების დანარჩენი შემთხვევები დაკავშირებულია სააფთიაქო ქსელ GPC-ს და Pharmadepo-ს, ასევე სოფელ ფლავისმანისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებების კლასტერებთან. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები კიდევ სამი შემთხვევის ინფიცირების წყაროს იკვლევენ.

„ინფიცირების ახალი შემთხვევების გამო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. ასევე დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის მე-11 კლასი“, – განაცხადა სიმონ გულედანმა.

ამ ეტაპზე შიდა ქართლში თვითიზოლაციაში 544 პირი რჩება. გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 25 შემთხვევა გამოვლინდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0