17:58 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2260)
18050 0 0

ქეთა თოფურია საყვარელი მამაკაცის პოსტმა გააბრაზა. ნახეთ რატომ იეჭვიანა მომღერალმა და რას წერდა ლევ დენგოვი.

რუსეთში მოღვაწე ქართველ შემსრულებელზე მუდამ საუბრობენ. მისი ცხოვრების სტილისა და პოპულარული პარტნიორების გამო ქეთა ტაბლოიდების ფავორიტია. ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო.

View this post on Instagram

💋

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ისაუბრებდა, თუმცა შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში მაინც ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზეც ალაპარაკდა. არც ისე დიდი ხნის წინ კი ფეხმძიმობაზე ქართველ ჟურნალისტს ამომწურავი პასუხი გასცა. მიუხედავად ამისა, მის გარშემო ჭორები არ წყდება.

View this post on Instagram

🏝🤍

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. თოფურია რამდენიმე თვეა რჩეულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს და უბრალოდ ცხოვრებით ტკბება. მისი სოციალური ქსელის „სთორები“ ერთობლივი ფოტო-ვიდეოებით არის მოცული. უსიმპათიურესი ბიზნესმენი ქალბატონებში დიდ აჟიოტაჟს იწვევს.

View this post on Instagram

@antari.store dress🐚💫

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

სანამ პანდემია დაიწყებოდა, ცნობილმა მომღერალმა სტილის შეცვლა დაიწყო. შესამჩნევი ცვლილებები გამოხმაურების გარეშე არ დარჩა. არტისტის გარდერობში მომრავლდა Oversize კაბები და მაისურები, რამაც თაყვანისმცემლებს ეჭვი გაუჩინა. ტაბლოიდები მის ფეხმძიმობაზე აქტიურად წერენ, თაყვანისმცემლები კი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქეთას მალე ვაჟი ეყოლება. ბოლოდროინდელ ფოტოებსა თუ ვიდეოებზე მომღერლის წამოზრდილი მუცელი ადვილად შესამჩნევია.

ცოტა ხნის წინ მისმა რჩეულმა „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოს ცნობილი ბარდის ალექსანდრე როზენბაუმის სიტყვები დაურთო. „კაცებო, ამბობენ, რომ დავრჩით ცოტა, თითზე ჩამოსათვლელები, თანაც ქალებზე ადრე ვკვდებით, თუმცა ქალებიც საძებნია“ – დაწერა ბიზნესმენმა, რამაც, როგორც ჩანს, მისი საყვარელი ქალი ხუმრობის ხასიათზე დააყენა. „ქალების ძებნას მოგცემ შენ!“ – დაუწერა ქეთა თოფურიამ.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2260)

მთავარი თემები