18:16 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2260)
41110

ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი საკმაოდ წარმატებულ ფეხბურთელად მიიჩნევა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თორნიკეს ჰყავს მეუღლე – ლიკა მუზაშვილი და ორი ვაჟი.

თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვი­ლი უკვე წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რია და გუნ­დის ერთ-ერთ მთა­ვარ მო­თა­მა­შედ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­მელ­მაც ნაკ­რებს არა­ერ­თი გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა. თა­ვი­სი თა­მა­ში­სა და გო­ლე­ბის წყა­ლო­ბით თორ­ნი­კე ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობს და ეს არ­ცაა გა­საკ­ვი­რი.

View this post on Instagram

💙💘

A post shared by Likimuzashvili (@likimuzashvili92) on

თორ­ნი­კე წლე­ბია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ლიკა მუ­ზაშ­ვილ­ზე. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს – 8 წლის ალექ­სან­დრე და 6 წლის დადი. თორ­ნი­კე ამ­ჟა­მად კვიპ­რო­სუ­ლი კლუ­ბი „ანორ­თო­სი­სის“ ფეხ­ბურ­თე­ლია. ლიკა ხში­რად აქ­ვეყ­ნებს „ინ­სტაგ­რამ­ზე“ ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს. ის მე­უღ­ლის მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რია.

View this post on Instagram

🎉🎉🎉

A post shared by Likimuzashvili (@likimuzashvili92) on

ერთ-ერთ ინტერვიუში ლიკა ამ­ბობს, რომ ფეხ­ბურ­თე­ლის ცო­ლო­ბა რთუ­ლი არ არის. „სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ მეს­მის, რა­ტომ მი­აჩ­ნი­ათ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ცო­ლო­ბა სიძ­ნე­ლედ. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ წყვი­ლებს ცალ-ცალ­კე ყოფ­ნა უწევთ, ერ­თმა­ნე­თის­გან შორს. თუმ­ცა ჩვენ ხში­რად ვართ ერ­თად“, – ამ­ბობს თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე.

ლი­კას თქმით, თორ­ნი­კე სა­ოც­რად მზრუნ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნია, ხში­რად უკე­თებს სი­ურპრი­ზებს და მუდ­მი­ვად ინ­ტე­რეს­დე­ბა შვი­ლე­ბის დღის გან­გრი­გით. თორ­ნი­კეს მე­უღ­ლემ ფეხ­ბურ­თე­ლის ცხოვ­რე­ბის რთუ­ლი პე­რი­ო­დიც გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც ის ტრავ­მე­ბის გამო თა­მაშს ვერ ახერ­ხებ­და.

View this post on Instagram

@okriashvilii მიყვარხარ❤️

A post shared by Likimuzashvili (@likimuzashvili92) on

წყვილის ურთიერთობაში იყო პერიოდი, როდესაც ისინი დაშორდნენ, თუმცა, როგორც ლიკა ამბობს, ერთმანეთის გარეშე მხოლოდ ორი თვე გაძლეს. შერიგების ინიციატორი თორნიკე იყო და მათი დაშორება იმ ადამიანების ბრალი იყო, ვისაც მათთვის ცუდი უნდოდა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2260)

მთავარი თემები