„მოგიყვებით სიმპტომების შესახებ...“ – „TV პირველის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს კორონავირუსი აქვს

© AP Photo / Natacha Pisarenkoკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 12841 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 6867 ადამიანი, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 102 ადამიანი.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ტელეარხ „TV პირ­ვე­ლის“ ჟურ­ნა­ლისტს სი­მონ შა­ნა­ვას კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ინფორმაციას ჟურნალისტი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს და ვირუ­სის სიპ­ტო­მებს აღ­წერს.

ჟურნალისტის თქმით, თავიდან ყელის ტკივილი დაეწყო, რამაც მალევე გაუარა, შემდეგ მისცა სიცხე - 37.3, ბოლოს კი გემოს და სუნის შეგრძნება დაკარგა. ახლა მეექვსე დღეა, რაც კორონავირუსი აქვს, თუმცა არც სიცხე აქვს, არც ყელი სტკივა და არც ახველებს, უბრალოდ სუნს და გემოს ისევ ვერ გრძნობს.

მანამდე კორონავირუსი ამავე ტელეკომპანიაში ჟურნალისტ ვიკა ბუკიასაც დაუდასტურდა, რომელიც დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლეა. წყვილი ვირუსისგან ერთდროულად მკურნალობდა და სექტემბრის ბოლოს გამოჯანმრთელდა.

ვიკა ბუკია - Sputnik საქართველო
„ამიტომაა ეს ვირუსი ასეთი მზაკვარი“ – „TV პირველის“ ჟურნალისტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან 540 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

დღეს ინიფიცირებულთა რაოდენობა 569-ით გაიზარდა და 12841-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 6867 ადამიანი, გარდაიცვალა – 102, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0