04:51 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2220)
54270 0 0

„მის საქართველო 2003“-ის უქმეები საყვარელ ადამიანებს უკავშირდებოდა. ნახეთ სად გაატარა ირინა ონაშვილმა შაბათ-კვირა მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად.

მშვენიერი ირინა უკვე მრავალი წელია იმ ქალებს შორისაა, რომელთა სილამაზეს ყველა ერთხმად აღიარებს. კარიერის დასაწყისში მისმა გარეგნობამ რეჟისორების ყურადღებაც მიიპყრო და რამდენიმე სარეკლამო ვიდეორგოლსა და კლიპშიც გადაიღეს. საზოგადოების აღიარება კი „მის საქართველო 2003“-ის ტიტულმა მოუტანა.

მშვენიერი ირინა ონაშვილი ყურადღებას არა მხოლოდ ვიზუალით, არამედ ინტელექტითაც იქცევს. ცნობილი ქართველი მოდელი სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწეობს. მათ შორის, მსოფლიოში ახალ ტენდენციად ქცეული „ინფლუენსერების“ სკოლის დამაარსებელიცაა. საქართველოში „ინფლუენსერობა“ სულ ახლახან გაჩნდა და ახლა მრავალი ქართველი სელებრითია ამ საქმიანობით დაკავებული.

34 წლის მოდელის 16 წლის წინ დაწყებული კარიერა დღემდე წარმატებით გრძელდება. მოდელი საკუთარ გარეგნობაზე მუდმივად ზრუნავს. Instagram-ის პირად გვერდზე თავის მოვლის საშუალებებს ხშირად აქვეყნებს და სილამაზის ხრიკებს ქალბატონებს დაუზარებლად უზიარებს.

ირინა ორი ვაჟის დედაა. ფეხმძიმობის შემდეგ მას ჩვეულ ფორმაში დაბრუნება არ გასჭირვებია. ფაქტი ფაქტად რჩება – ირინა ონაშვილის ბუნებრივ სილამაზეს გოლიათი ვაჟის დაბადებამაც კი, რომელიც 5 კილომდე იწონიდა, ვერაფერი დააკლო. ბევრმა არ იცის, რომ წარმატებული სამოდელო კარიერის მიუხედავად, ირინა ონაშვილი ამაზე არ შეჩერებულა. ახლა „მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

გასული შაბათ-კვირა მოდელმა ოჯახთან ერთად გაატარა. „ინსტაგრამის“ „სთორიში“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ერთობიან მისი ორი შვილი და მეუღლე – ყოფილი გუბერნატორი და ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ლოპოტაზე. წყვილის დაშორებაზე ხშირად ვრცელდება ხოლმე ინფორმაციები, თუმცა, როგორც ვიდეოზე ჩანს, წყვილი ერთად თავს ბედნიერად გრძნობს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2220)

მთავარი თემები