თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას კიდევ ერთი ადამიანი დაემატა და მათი რაოდენობა 92-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდზე stopcov.ge ახლახან აისახა.
დღეს, დილით ექვსი ადამიანის გარდაცვალების შესახებ იყო ცნობილი.
გარდაცვლილების სხვა კონკრეტული დაავადებების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 478-ით გაიზარდა და 12272-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 6538 ადამიანი, აქედან ბოლო 24 საათში – 211, გარდაიცვალა – 92, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.