დაწესდება თუ არა თბილისში დამატებითი შეზღუდვები – ამას დღეს საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს

© Sputnik / Alex Shlamovადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის ახალი შემთხვევების მხრივ ახლა უკვე დედაქალაქი „ლიდერობს“ – გუშინ თბილისში 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, უნდა გატარდეს თუ არა დამატებითი პრევენციული ზომები თბილისში კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების მხრივ თუ აქამდე აჭარა იყო პირველ ადგილზე, ახლა უკვე დედაქალაქი „ლიდერობს“ – გუშინ თბილისში 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პირბადიანი ძეგლები თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში შეიძლება ზომები გამკაცრდეს: ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ თბილისში არ არის კორონავირუსის შემთხვევების ისეთი მატება, რომ ამას მნიშვნელოვანი შეზღუდვების დაწესება მოჰყვეს.

„თბილისში გარკვეული მატება არის, თუმცა ეს მატება მილიონ-ნახევრიანი ქალაქისთვის არ არის ეპიდემიოლოგიურად ისეთი, რომ ამას მოჰყვეს გარკვეულწილად დიდი შეზღუდვები... მიმდინარეობს აქტიური ფოკუსირებული პრევენციული ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს კონტაქტების გამოვლენას, მათ იზოლაციასა და აქტიურ ტესტირებას მაღალი რისკის ჯგუფებში. ეს არის ის სტრატეგია, რომელიც არის ეფექტური ასეთ შემთხვევებში. ვფიქრობ, შესაძლებელია სტაბილურად მოხდეს შენარჩუნება და ეპიდემიის გავრცელების ესკალაცია არ მივიღოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონებში: ყველაზე მეტი ისევ თბილისშია>>

საქართველოში კორონავირუსის ინფექციის მატება ყოველდღიურად შეინიშნება. გუშინდელი მონაცემებით, გამოვლინდა 523 ახალი შემთხვევა და ჯამში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 11 794 შეადგინა.

სულ გამოჯანმრთელდა 6327 პაციენტი, გარდაიცვალა 85 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0