23:41 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე (24)
18310

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა

თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. 26 წლის წინ ღირსმა მამა გაბრიელ სალოსმა მის სიცოცხლეშივე დაავალა დავით გარეჯში წასვლა, იქ ბერად აღკვეცა და გარეჯის დაცვა მამა კირიონ ონიანს, წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი დავით კონჯარია.

სასულიერო პირის თქმით, მაშინ ახალგაზრდა ერის კაცობაში ზაზა ონიანი პატრიარქის კურთხევით წავიდა და დღემდე ღირსეულად, ვაჟკაცურად, თავდადებით იცავს გარეჯს.

„მამა კირიონი არის ცოცხალი გმირი, აქ საუბარი არაა მხოლოდ იმაზე, რომ ის თავს დებს და საკუთარ სიცოცხლეს არაფრად აგდებს. დიდება მამა გაბრიელს, იცოდა ვისთვისაც უნდა დაევალებინა ღირსი დავით გარეჯის მონასტრის დაცვა. მადლობა მამა კირიონ, შენმა მშობლებმა გაიხარონ, როგორი ვაჟკაცი, უშიშარი, სარწმუნოებისა და სამშობლოს მოყვარული აღგზარდეს. მადლობა პატრიარქს, გარეჯელებს და საქართველოს ეკლესიას“, – წერს დეკანოზი.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გახდა მეტად აქტუალური, რაც გასული წლის აპრილის ბოლოს აზერბაიჯანის მხარემ პერიოდულად დაიწყო ქართული კულტურის ძეგლებთან მისასვლელი გზების გადაკეტვა, ქართველმა აქტივისტებმა კი – მიმდებარედ საპროტესტო აქციების გამართვა.

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე.

თემები:
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე (24)

მთავარი თემები