10:50 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
67 0 0

სამეგრელოს რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისათვისა 212 მოქალაქეა და მათგან 64 რუხის კლინიკაში მკურნალობს, ხოლო 31 ფოთში.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის N2 საბავშვო ბაღში 12 ოქტომბერს სასწავლო პროცესი არ განახლდება, მიზეზი ახალი კორონავირუსია, რომელიც ამავე ბაღის ძიძას დაუდასტურდა, - იტყობინება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი რეგიონიდან. 

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, კონტაქტების მოსაძიებლად ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს, ბაღის თანამშრომლები, ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის რეკომენდაციით, თვითიზოლაციაში გადავიდნენ, საბავშვო ბაღს კი დეზინფექცია ჩაუტარდა.

სწავლის გადადების გადაწყვეტილება საბავშვო ბაღის აღსაზრდელების უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული.
რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მაშტაბით რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 504 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 13 დადებითი პასუხია. აქედან 8 შემთხვევა უკავშირდება ზუგდიდს, მათ შორის 2 არის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ხოლო 6-ზე ინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს. 2 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა. 1 შემთხვევა დაფიქსირდა ჩოროწყუს მუნიციპალიტეტში, მოქალაქე ცხელებით იმყოფებოდა რუხის კლინიკაში, 2 ტრაილერის მძღოლია, მათგან ერთი ქვემო წალკაში მცხოვრებია, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 212 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 64 კოვიდ პაციენტი, აქედან 18 -ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 31 კოვიდ პაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი, ყველა ზუგდიდის მცხოვრებია.

 

ნიკა ლატარია

მთავარი თემები