ქუთაისის 37 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლება ერთი კვირით გადაიდო

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაღებში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია, რაც რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. 

თბილისი, 10 ოქტომბერი – sputnik. ქუთაისის 37 საბავშვო ბაღში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის განახლება კიდევ ერთი კვირით გადაიდო.

ქუთაისის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი რამდენიმე ბაღის თანამშრომელთა კორონავირუსით დაინფიცირება  გახდა. 

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
სტიკერები და „ჩეკლისტები“: ბაღებში ბავშვების მიყვანისა და გაყვანის წესები განისაზღვრა

„ქუთაისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, კორონავირუსის დაფიქსირებისა და 11 ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ბაღების გახსნა ერთი კვირით გადაიდო,“- განაცხადა ქუთაისის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, დავით წიტაიშვილმა.

მისი თქმით, ერთი კვირის შემდეგ საბავშვო ბაღები განაახლებენ თუ არა საქმიანობას, ეს დამოკიდებული იქნება შექმნილ ეპიდვითარებაზე.

ბაღებში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია, რაც რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. 

საბავშვო ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გართულების გამო ხელისუფლებამ ბაღების გახსნა ჯერ 1 ოქტომბრამდე, შემდეგ კი 12 ოქტომბრამდე გადადო.

ყველა ახალი ამბავი
0