19:32 24 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2176)
48 0 0

ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობა ექვსით გაიზარდა. მათ თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ. ლეტალობის ფაქტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირდა.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 72 შეადგინა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge.

დღეს ლეტალობის ფაქტები დაფიქსირდა გორში, ბათუმში, ქობულეთსა და ქუთაისში. ყველა გარდაცვლილ პაციენტს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 68 წლის პაციენტს თანმდევი დაავადებები – მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი აღენიშნებოდა.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში 55 და 61 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ.

55 წლის ქალს აღენიშნებოდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადებები. 61 წლის ქალს კი აღენიშნებოდა პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, მეოთხე ხარისხის სიმსუქნე, ჰიპერტონული დაავადებები.

ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ გარდაცვლილ 81 წლის ქალს ასევე ჰქონდა თანმხლები დაავადებები – მოციმციმე არითმია, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სარქვლოვანი მანკები და ჰოდროპერიკარდიუმი. რაც შეეხება გორის კლინიკაში გარდაცვლილ 58 წლის პაციენტს, მასაც თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 527-ით გაიზარდა და 10752-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5866 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2176)

მთავარი თემები