სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ინფიცირების 14 შემთხვევა გამოვლინდა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა რვა პაციენტი, მათგან ოთხი ზუგდიდის, ორი სენაკის, ერთი აჭარის, ერთი კი აფხაზეთის მკვიდრია.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსზე 333 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა, მათგან 14 დადებითი პასუხია, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი. 

ახალი შემთხვევებიდან ექვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უკავშირდება (ოთხი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ხოლო ორი პირის ინფიცირების წყარო უცნობია), ინფიცირების ხუთი შემთხვევა ფოთის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა (დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები), ერთი შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა (დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი), ერთი ინფიცირებული აფხაზეთის მკვიდრია (იგი ცხელების ცენტრში იმყოფებოდა), ინფიცირების ერთი შემთხვევა კი ფოთის კლინიკაში დაფიქსირდა. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

რეგიონში სულ ინფიცირებულია 208 მოქალაქე. რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის კურსს ამჟამად 68 პაციენტი გადის, აქედან 18-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 27 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი, მათგან ოთხი ზუგდიდის, ორი სენაკის, ერთი აჭარის, ერთი კი აფხაზეთის მკვიდრია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცში იმყოფება 109 ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 527-ით გაიზარდა და 10752-ს მიაღწია. 

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5866 ადამიანი, გარდაიცვალა 72, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1338 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0