05:20 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
17328 0 0

მსახიობმა გიორგი ქისტაურმა, რომელმაც სახელი გადაირქვა და დიდი ხანია ლიზა გახდა, სოციალურ ქსელში რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა.

„გვერდით მყავს ადამიანი, რომელსაც ისე ვუყვარვარ, თქვენი კომენტარებისთვის დრო ყველაზე ნაკლებად მაქვს ახლა“, – ასე პასუხობს მსახიობი ლიზა ქისტაური სოციალური ქსელების მომხმარებლებს და რომანტიკულ ფოტოებს აქვეყნებს.

22 წლის გიორგი ქისტაურმა სახელი გადაირქვა და უკვე დიდი ხანია ლიზა ქისტაური გახდა. ქისტაური რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, ანატომიურად ქალი არ არის, ქირურგიული ოპერაციების საშუალებით აპირებს მამაკაცის სასქესო ორგანო მოიშოროს. ლიზა ქისტაური წელიწადზე მეტია ბელგიაში ცხოვრობს. მისი თქმით, ის საქართველოდან გაიქცა, რადგან დღისით გარეთ გასვლის ეშინოდა.

ქისტაურმა ცოტა ხნის წინ მკერდის ოპერაცია გაიკეთა. ტრანსგენდერი ქალის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მას სწერენ, რომ ადრეც ლამაზი იყო და ახლაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. „მაშინაც ლამაზი ვიყავი და ახლაც“, – წერს თავად ქისტაური ფოტოზე.

მთავარი თემები