13:42 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2149)
79 0 0

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 866 ადამიანი, 72 პაციენტი კი გარდაიცვალა.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა აჭარას და თბილისს უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ. 

ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ისევ აჭარაზე მოდის, თუმცა სტატისტიკა მცირდება. გუშინ აჭარაში 230 შემთხვევა გამოვლინდა, დღეს კი 190 დაფიქსირდა. სამაგიეროდ გაიზარდა თბილისში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა – გუშინ იყო 134, დღეს კი 179 შემთხვევა გამოვლინდა. 

ენდელაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების დაუცველობითაა გამოწვეული.

„თბილისში ინფიცირების რაოდენობის ზრდა გამოიწვია რეგულაციების დაუცველობამ და გაუფრთხილებლობამ. ჩვენ ყოველდღე ვამბობთ, რომ რეგულაციების დაცვა აუცილებელია. მოსახლეობის სიმჭიდროვის, რაოდენობის გათვალისწინებით ამჟამად ყველაზე საშიში თბილისია, ამიტომაც აუცილებელია, რომ მოსახლეობამ რეგულაციები სრულყოფილად დაიცვას“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 91 – იმერეთი, 28 – ქვემო ქართლი, 10 – შიდა ქართლი, 11 – კახეთი, 3–3 – მცხეთა-მთიანეთი და გურია და ერთი – სამცხე-ჯავახეთი.

ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 63 კრიტიკულად მძიმეა.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს, მათგან ექვსი მძიმე, ერთი კი კრიტიკული პაციენტია.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 866 ადამიანი, 72 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 971, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში მყოფი პირების რაოდენობა 1393-ს შეადგენს.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2149)

მთავარი თემები