სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში დღეიდან გადაადგილება იზღუდება

გამოწერა
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სოფელში 58 წლის ქალს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირების სავარაუდო წყარო მათ აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში დღეიდან გადაადგილება იზღუდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში, შესაძლოა, კარანტინი გამოცხადდეს

ჯანდაცვის უწყებების, ეპიდემიოლოგებისა და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოფელში სამედიცინო კარვები მოეწყო. ეპიდემიოლოგები სოფელ ერისიმედში ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდებათ, PCR-ტესტით გამოიკვლევენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სოფელში 58 წლის ქალს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირების სავარაუდო წყარო მათ აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება.

კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, მათ ადგილობრივი მცხოვრებლების უმრავლესობასთან ჰქონდათ კონტაქტი.

ამ დროისათვის ინფიცირებული ცოლ-ქმარი თბილისში, კოვიდ-კლინიკაში არიან გადაყვანილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, სექტემბრიდან დღემდე კახეთის რეგიონში კორონავირუსის სულ 74 შემთხვევაა გამოვლენილი. იზოლირებულია 55, თვითიზილაციაში 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

კოვიდ-კლინიკებში მკურნალობას გადის 21 პაციენტი, ხოლო 43 გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10752-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 5866 პაციენტი, გარდაიცვალა 72 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0