02:36 01 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2249)
97 0 0

ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ნაყოფის დაღუპვა. ამისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს ნაყოფი მუცლადყოფნის დროს დაეღუპა, იუწყება აჭარის ტელევიზია. 

გავრცელებული ინფორმაციით, ორსული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 1 ოქტომბერს შეიყვანეს. ნაყოფი 26 კვირის იყო.

სამშობიარო სახლის დირექტორის თქმით, მუცლადმყოფი ნაყოფის მდგომარეობა დილის საათებში ჩატარებული მონიტორინგისას დამაკმაყოფილებელი იყო.  

„დილით, როდესაც გაისინჯა პაციენტი, ბავშვის გულისცემა კარგი იყო. შემდეგ, გეგმიური გასინჯვის დროს, როდესაც ეჭვი მიიტანეს გულისცემაზე, ჩატარდა ექოსკოპიური კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ ნაყოფის გულისცემა შეჩერებეული იყო. კონსილიუმით გადაწყდა, რომ ნაყოფი მკვდარი იყო და უნდა მოცილებულიყო", – განაცხადა სამშობიარო სახლის დირექტორმა ნუგზარ პაპავამ.

ბათუმის სამშობიარო სახლში ამ წუთებში სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის წარმომადგენლები იმყოფებიან. მათ უნდა დაადგინონ, თუ რა გახდა ნაყოფის დაღუპვის რეალური მიზეზი.

ბოლო მონაცემებით, ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 21 ორსული ქალია მოთავსებული.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2249)

მთავარი თემები