11:11 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (173)
71 0 0

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წელს დაიწყო, რომელშიც ჩართულია 39 ბენეფიციარი.

თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ ჩაის კოოპერატივებისა (90%-ით) და ბენეფიციარებისთვის (70%-ით) დაფინანსების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გურიის, სამეგრელოს, იმერეთისა და აჭარის რეგიონების ფერმერებთან კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული.

„ფერმერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის გარკვეული თანადაფინანსების გაზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ. კოოპერატივების შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება გაიზარდა 90%-მდე და შეადგენს ერთ ჰექტარზე 3 ათას ლარს, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თანადაფინანასება იქნება, მაქსიმუმ 70% და შეადგენს 2 500 ლარს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა 1192 ჰექტარი გაველურებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, მათ შორის 790 ჰექტარი სახელმწიფოსგან იჯარით აღებული ფართობებია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 1 ჰექტარ ტერიტორიაზე ფერმერებმა ყოველწლიურად უნდა აწარმოონ 2 ათას კგ-მდე მაღალი ხარისხის ჩაი, ბიოჩაის შემთხვევაში კი – 1 ტონამდე.

ქართული ჩაი ჩინეთში გააქვთ>>>

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში უკვე შეიქმნა ჩაის გადამამუშავებელი არაერთი საწარმო, ხოლო ჩაის ნედლეული მცირეა, პროგრამის ბენეფიციარებს აღარ ექნებათ საწარმოს შექმნის ვალდებულება.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წელს დაიწყო, რომელშიც ჩართულია 39 ბენეფიციარი.

ჩაის კულტურის ისტორია საქართველოში დაახლოებით 200 წელს ითვლის. პირველი ჩაის ბუჩქი გურიაში მე-19 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და თანდათანობით შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა, მე-20 საუკუნეში კი ჩაის პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი დაიკავა.

დღესდღეობით ჩაის პლანტაციებს საქართველოში 8000 ჰექტარი უკავია, მაგრამ ნახევარს აღდგენა სჭირდება.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (173)

მთავარი თემები