01:53 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2217)
77 0 0

ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. მათ თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ. ლეტალობის ფაქტები აჭარაში დაფიქსირდა.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 66 შეადგინა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ლეტალობის ფაქტები დაფიქსირდა ბათუმში. სამივე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. აჭარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ცნობით, სამივე პაციენტს მძიმე თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. 

გარდაცვლილ 52 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ასევე ჰქონდა ხორხის კიბო და  მარცხენა თირკმლის სიმსივნე.

62 წლის ქალს აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი. პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

რაც შეეხება მესამე პაციენტს, 84 წლის ქალს ჰქონდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 472-ით გაიზარდა და 10225-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5553 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1338 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2217)

მთავარი თემები