17:48 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1898)
95 0 0

ნაწლავური ვირუსოლოგიური კვლევა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში ბავშვების ინტოქსიკაცია ვირუსული ინფექციით იყო გამოწვეული, რაც ვირუსოლოგიური კვლევის შედეგებმა დაადასტურა, იუწყება „პირველი არხი“.

ბავშვების მასობრივი მოწამვლის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა. გორის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ ბოლო ოთხ დღეში მოწამვლის ნიშნებით 130-მდე ბავშვი გადაიყვანეს. პაციენტების ძირითადი ნაკადი – 53 ბავშვი 5 ოქტომბერს დაფიქსირდა. თავდაპირველად მედიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ინტოქსიკაცია სასმელმა წყალმა გამოიწვია. 

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლია ლაზარაძის ინფორმაციით, აღნიშნული ნაწლავური ვირუსული ინფექცია ძირითადად წლის ცივი პერიოდისთვის არის დამახასიათებელი და ორ-სამ დღეს გრძელდება.

„ლოკალური აფეთქება, რომლის ეპიდემიოლოგიური კერაც, ძირითადად, კომბინატის დასახლებას უკავშირდებოდა, ამოწურულია. ეს გახლდათ ნოროვირუსი – ნაწლავური ვირუსული ინფექცია, რომელიც ძირითადად დამახასიათებელია წლის ცივი პერიოდისთვის და 2-3 დღეს გრძელდება“, – განაცხადა ლია ლაზარაძემ.

ნაწლავური ვირუსოლოგიური კვლევა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა ჩაატარეს. რაც შეეხება ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებს, ისინი 4-5 დღეში გახდება ცნობილი.

მიზეზის გასარკვევად გორში რამდენიმე დღის წინ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამაც (UWSCG) ჩაატარა სასმელი წყლის გაფართოებული კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით, სასმელი წყალი გორში სრულად შეესაბამება ნორმებს, რომლებიც წყლის ტექნიკური რეგლამენტით არის განსაზღვრული.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1898)

მთავარი თემები