18:14 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2237)
102 0 0

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 10225-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5553 ადამიანი.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა აჭარასა და თბილისს უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან.

ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ისევ აჭარაზე მოდის, თუმცა სტატისტიკა მცირდება. გუშინ აჭარაში 259 შემთხვევა გამოვლინდა, დღეს კი 230 დაფიქსირდა. სამაგიეროდ გაიზარდა თბილისში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა – გუშინ იყო 111, დღეს კი 134 შემთხვევა გამოვლინდა. 

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 68 – იმერეთი, 8-8 – სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და სამეგრელო–ზემო სვანეთი, 6 – შიდა ქართლი, 5-5 – კახეთი და მცხეთა-მთიანეთი.

ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, 4 672 ინფიცირებული პაციენტიდან 60 კრიტიკულად მძიმეა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 10225-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5553 ადამიანი, გარდაიცვალა – 66, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1338 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2237)

მთავარი თემები