16:03 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
62 0 0

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი ვლადიმერ იმნაძე საქმიანობას ამავე უწყებაში, სხვა პოზიციაზე გააგრძელებს

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად კობა კობალაძე დაინიშნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

კობა კობალაძე იგივე თანამდებობაზე 2016 წელსაც დაინიშნა. შემდეგ ის ვლადიმირ იმნაძემ შეცვალა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი ვლადიმერ იმნაძე საქმიანობას ამავე უწყებაში, სხვა პოზიციაზე გააგრძელებს.

გენერალი კობა კობალაძე არის საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი.

არის არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს გენერალთა კლუბის" ერთ-ერთი დამფუძნებელი.

1991-1994 წლებში მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. 2000 წელს დაინიშნა საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლად; 2001 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად; 2004 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადავიდა თადარიგში და ჩაირიცხა რეზერვში.

სხვადასხვა წლებში დაჯილდოებულია: სამშობლოს თავდადების I ხარისხის ოქროს სამკერდე ნიშნით, ვახტანგ გორგასლის III, II და I ხარისხის ორდენებით, მედლით „სამხედრო მამაცობისთვის“.

 

მთავარი თემები