Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნინი მეჩხუბება, ნუ ამბობო...“ – რატომ იტირეს ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ გადაცემაში

© courtesy of Assa Hallხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე
ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. მომღერალი ზურა ხაჩიძე აცხადებს, რომ ხშირად უნატრია, მისი მეუღლის ნაცვლად ეს მძიმე დიაგნოზი მისთვის დაესვათ. ამის შესახებ მომღერალმა „სიცრუის დეტექტორში“ ისაუბრა.

მომღერალს გადაცემაში მისი მეუღლე ხათუნა ჟორდანიაც ახლდა, რომელმაც ამ სიტყვების გაგონებისას სტუდიაში ცრემლები ვერ შეიკავა და აღნიშნა, რომ ზურამ მისი ფასი მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ ძლივს გაიგო. ცრემლები მოადგა ზურა ხაჩიძესაც და აღნიშნა, რომ ალბათ მისთვის უფრო ადვილი იქნებოდა, თუ თვითონ იქნებოდა ავად და მოსავლელი.

A post shared by Zura Khachidze⭐️ (@zura_khachidze) on

„გაუმძაფრდა ჩემი სიყვარული, ამ ჩემმა ავადმყოფობამ ბევრ რამეზე დააფიქრა და რაღაცნაირად ძლივს ჩემი ფასი გაიგო“, – თქვა ხათუნა ჟორდანიამ.

View this post on Instagram

❤️

A post shared by Zura Khachidze⭐️ (@zura_khachidze) on

ცნობილია, რომ ხათუნა ჟორდანია ფილტვის სიმსივნეს ებრძვის. ის სამკურნალოდ ავსტრიაში გამგზავრებას გეგმავს.

ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ცნობილი ოჯახის პოპულარული წევრი მძიმე სენს ებრძვის. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მათ ამის შესახებ თვეების წინ გაიგეს, როდესაც ხათუნამ ექიმს ხველების გამო მიაკითხა. კონსულტაციის შემდეგ მომღერლის მეუღლეს თურქეთში ქიმიოთერაპიის კურსები ჩაუტარდა.

ყველა ახალი ამბავი
0