ბათუმის შემდეგ თბილისი: დედაქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობამ სამნიშნა რიცხვს მიაღწია

გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 9753-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5235 ადამიანი.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა აჭარას და თბილისს უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ ჟურნალიტებთან.

ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ისევ აჭარაზე მოდის, თუმცა სტატისტიკა მცირდება. გუშინ აჭარაში 348 შემთხვევა გამოვლინდა, დღეს კი 259 დაფიქსირდა. სამაგიეროდ, გაიზარდა თბილისში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა – გუშინ იყო 99, დღეს კი 111 შემთხვევა გამოვლინდა. 

ლევან რატიანი - Sputnik საქართველო
რატიანი: ვართ ინფიცირებულები, მაგრამ არ ვართ დაავადებულები

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 111 – თბილისი, 91 – იმერეთი, 25 – სამეგრელო–ზემო სვანეთი, 8 – გურია, 5-5 ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი, 2-2 შიდა ქართლი და კახეთი.

ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, 4 518 ინფიცირებული პაციენტიდან 58-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 42 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ერთის კი კრიტიკულია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 9753-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5235 ადამიანი, გარდაიცვალა – 62, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5823, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1310 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ყველა ახალი ამბავი
0