„ძმაო, შენ მაინც გადარჩენილიყავი...“ – მეწყერს გადარჩენილი გოგონას გულისამაჩუყებელი პოსტი

© courtesy of Emergency Management Serviceმეწყერი ხელვაჩაურში
მეწყერი ხელვაჩაურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერმა ოჯახის სამი წევრი მოიყოლა. ოჯახის ერთი წევრი – 12 წლის გოგონა სტიქიის დროს ბებიასთან იყო სტუმრად.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მეწყერს შეწირული ოჯახის გადარჩენილი წევრი სოციალურ ქსელში გულისამაჩუყებელ ტექსტს აქვეყნებს.

თიკა თედორაძე ნანობს, რომ გადარჩა და ძალიან ენატრება დედ-მამა და ძმა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში 1 ოქტომბერს განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად მიწის მასის ქვეშ ხუთი ადამიანი აღმოჩნდა – სახლში მყოფი დედა, მამა და 16 წლის ვაჟიშვილი, ასევე სახლთან ახლოს ავტომობილში მყოფი ორი ახალგაზრდა კაცი.

ხანგრძლივი სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რომელშიც ჩართული იყვნენ როგორც ადგილობრივი სამაშველო სამსახურები, ისე რეგიონებიდან და დედაქალაქიდან ჩამოსული მაშველები, იპოვეს დაღუპული ოჯახის წევრები, იპოვეს ასევე ავტომანქანა, რომელშიც ბექა და ირაკლი ბოლქვაძის ცხედრები იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭები მეგობრები იყვნენ.

გარდაცვლილ ლევან თედორაძესა და მაია ბერიძეს ერთი არასრულწლოვანი შვილი დარჩათ. შემთხვევის დროს გოგონა ხულოში ბებიასთან, დედის დედასთან იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ იგი ოჯახის ერთადერთი წევრია, რომელიც ცოცხალი გადარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0