21:23 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2185)
91 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 508-ით გაიზარდა და 9753-ს მიაღწია.

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. აჭარაში ყველა კოვიდ-ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და თავად მედიკოსები კვალიფიციურად ასრულებენ მოვალეობას, განაცხადა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.  

აჭარა კვლავ „წითელ ზონად“ რჩება – საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი 508 ახალი შემთხვევიდან 259 აჭარას უკავშირდება, ხოლო ლეტალური ოთხი შემთხვევიდან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგების განცხადებით, მიზნობრივი ტესტირება აჩვენებს, რომ რეგიონში პრაქტიკულად ყოველი მეხუთე ტესტირებული ინფიცირებულია.

„მართალია, ვართ ინფიცირებულები, მაგრამ არ ვართ დაავადებულები. ამიტომ რაც შეიძლება მეტად უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და გარემო. ვინაიდან დღემდე არ არსებობს სამკურნალო საშუალება, მხოლოდ და მხოლოდ არსებობს ფიზიკური დისტანცია და პირბადე. კრიტერიუმები უნდა შევასრულოთ და აჭარა, იმედია, მალე გათავისუფლდება კოვიდ-ინფექციისგან“, – აღნიშნა რატიანმა.

მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 სექტემბრიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, რესტორნები ღამის საათებში არ მუშაობენ. რაც შეეხება 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას, რეგიონი გამონაკლისი აღმოჩნდა – აქ სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდა. ძალაში რჩება ქორწილებისა და ქელეხების აკრძალვაც.

ცერცვაძე: ინფიცირებულთა დღევანდელი რიცხვის გაორმაგებას კლინიკური სექტორი გაუძლებს>>>

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გუშინ ბათუმში აქცია გაიმართა. აქციის რამდენიმე მონაწილემ აჭარის მთავრობის შენობასთან შიმშილობაც დაიწყო. აჭარაში შეზღუდვების მოხსნის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, რადგან დღევანდელი მონაცემები და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას არ იძლევა, განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 508-ით გაიზარდა და და 9753-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5235 ადამიანი, გარდაიცვალა – 62, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1230 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2185)

მთავარი თემები