21:47 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2253)
3553 0 0

ანუკი არეშიძის და კახა კალაძის დიდი ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. სუპერ-მოდური, თვალშისაცემი და დახვეწილი დიზაინერი მოდის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

კალაძეების ოჯახზე საუბარი და მათი ოჯახის წევრების განხილვა არასდროს წყდება. კახა კალაძე საზოგადოებამ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობამდე სპორტით გაიცნო. ანუკის სოციალური ქსელის მიმდევრების დაინტრიგება არ უყვარს. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოხვდა.

View this post on Instagram

Floral dress in floral cafe ❤️

A post shared by ANOUKI ARESHIDZE (@anoukigold) on

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ცნობილ დიზაინერთან ანუკი არეშიძესთან და ოთხ ვაჟთან ერთად წყნეთში, ფეშენებელურ ვილაში ცხოვრობს. დიზაინერი პანდემიამდე ხშირად სტუმრობდა პარიზის და მილანის მოდის კვირეულებს, ახლა კი „ბალენსიაგას“ გუნდისგან, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, ყვავილების დიდი თაიგული მიიღო, რამაც დიზაინერს გული აუჩუყა. „თქვენ მე დღის განწყობა შემიქმენით“, – დაწერა დიზაინერმა.

პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ნიკოლა კალაძე კი საფრანგეთში დაიბადა. ანუკი არეშიძემ მეოთხე ვაჟი 2018 წლის სექტემბერში გააჩინა. წყვილი შვილის სახეს დიდი ხნის მანძილზე მალავდა. საზოგადოებას ნიკოლა კალაძე მშობლებმა გაქრისტიანების შემდეგ აჩვენეს. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოების მიხედვით, დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.

View this post on Instagram

Unpublished 🕊

A post shared by ANOUKI ARESHIDZE (@anoukigold) on

დიზაინერი ამბობს, რომ კახა კალაძე თავისუფალ ერთ საათსაც კი ვაჟებს უთმობს. ანუკი არეშიძე უსიმპათიურესი ვაჟების სურათების გამოქვეყნებას არ წყვეტს. საზოგადოებას ბავშვების გართობა-მოგზაურობის ფოტო-ვიდეოებს აქტიურად უზიარებს. მის ობიექტივში ვაჟები ყველაზე საყვარელ ვითარებაში ხვდებიან.

View this post on Instagram

My personal capsule collection is coming soon 🔥🧡🥰

A post shared by ANOUKI ARESHIDZE (@anoukigold) on

ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 12 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2253)

მთავარი თემები