Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„იმედია მშვიდობით გავაცილებ...“ – ნახეთ რომელ ქართველ მომღერალს დაუდგინდა კორონავირუსი

© Sputnik / Alex Shlamovსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 9245 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 4887, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 58 ადამიანი.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ქართველ მომღერალს ავთანდილ აბესლამიძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას თავად მომღერალი ავრცელებს სოციალურ ქსელში.

ავთანდილ აბესლამიძე ქართული X–Factor 2016-ის გამარჯვებულია. ფინალში აბესლამიძემ 224 156 ხმიდან ნახევარზე მეტი მიიღო.

ქართველმა მომღერალმა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში Voice of Astana-შიც გაიმარჯვა 2018 წელს. ქართული X–Factor-ის გამარჯვებულს პრიზის სახით 10 ათასი აშშ დოლარი გადაეცა. ავთანდილმა ფინალში გასულ მოწინააღმდეგეებს 13 ქულით აჯობა. კონკურსში სულ 20 ქვეყანა მონაწილეობდა. აბესლამიძემ შეასრულა პოპულარული ამერიკელი შემსრულებლის მარკ ენტონის სიმღერა Baby you are the reason I could fly.

ასტანაში საერთაშორისო საესტრადო შემსრულებლების კონკურსი Voice of Astana 15-16 ივნისს გაიმართა. ფესტივალი რამდენიმე ღონისძიებას მოიცავდა: საესტრადო შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსს, მომღერალ ბატირხან შუკენოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს და ბაიგალი სერკებაევის შემოქმედებით საიუბილეო საღამოს, ასევე მსოფლიო მასშტაბის სუპერვარსკვლავის ანასტეიშის გამოსვლას.

ავთო აბესლამიძე - Sputnik საქართველო
ავთანდილ აბესლამიძე Voice of Astana-ს გამარჯვებულია

საქართველოში დღეს ინიფიცირებულთა რაოდენობა 589-ით გაიზარდა და 9245-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 4887 ადამიანი, გარდაიცვალა – 58, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1230 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0