12:33 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2231)
44 0 0

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა შვიდი პაციენტი, მათგან ხუთი ზუგდიდის, ერთი სენაკის, ერთი კი აჭარის მკვიდრია.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.  

ახალი შემთხვევებიდან ცხრა ზუგდიდი მუნიციპალიტეტს უკავშირდება (შვიდი ოქროს ბირჟის კონტაქტია, ერთი ბაღდათში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, კიდევ ერთი რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში ცხელების სიმპტომით შესული პაციენტია), ინფიცირების სამი შემთხვევა ფოთის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა („ევექსის“ კლინიკის მედპერსონალი), ხუთი ინფიცირებული კი აფხაზეთის მკვიდრია (ისინი რუხის ცხელების ცენტრში იმყოფებოდნენ).

რეგიონში სულ ინფიცირებულია 186 მოქალაქე. რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის კურსს 78 პაციენტი გადის, აქედან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 19 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა შვიდი პაციენტი, მათგან ხუთი ზუგდიდის, ერთი სენაკის, ერთი კი აჭარის მკვიდრია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცში იმყოფება 133 ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 9245-ს მიაღწია, ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 4887 ადამიანი, გარდაიცვალა – 58, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1230 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2231)

მთავარი თემები