02:32 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2186)
67 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 549-ით გაიზარდა და 9245-ს მიაღწია.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge

გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 549-ით გაიზარდა და 9245-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 268 ადამიანი შეემატა და 4887 შეადგინა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1100 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2186)

მთავარი თემები