კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

© photo: Sputnikკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 9245 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 4887, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 58 ადამიანი.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან 268 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

დღეს ინიფიცირებულთა რაოდენობა 589-ით გაიზარდა და 9245-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 4887 ადამიანი, გარდაიცვალა – 58, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1230 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

ყველა ახალი ამბავი
0