12:22 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1889)
115 0 0

ბავშვები გორის კომბინატის დასახლების მცხოვრებლები არიან. მოწამვლის სიმპტომები აქვთ მოზრდილებსაც, თუმცა მათ კლინიკისთვის არ მიუმართავთ

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ მოწამვლის სიმპტომებით 50- მდე ბავშვი შეიყვანეს. პაციენტები კლინიკაში თვითდინებით გადაიყვანეს. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბავშვები გორის კომბინატის დასახლების მცხოვრებლები არიან. მოწამვლის სიმპტომები აქვთ მოზრდილებსაც, თუმცა მათ კლინიკისთვის არ მიუმართავთ.

„ბავშვები არიან შემოსული მწვავე გასტროინტესტინალური დარღვევებით. აღენიშნებათ ბაქტერიული საკვებისმიერი მძიმე დაუზუსტებელი ინტოქსიკაცია, გულის რევა, ღებინება, რაც შესაძლოა, გამოიწვია საკვებმა, წყალმა, ან ვირუსი იყოს. დაზუსტებით ძნელია თქმა, რამ გამოიწვია მოწამვლა“,- განაცხადა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ.

ამასთან, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის განცხადბით, წყლის კომპანიამ სინჯები აიღო და პირველადი ინფორმაცია ერთ საათში გახდება ცნობილი.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1889)

მთავარი თემები