ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 416 აჭარას უკავშირდება

© Sputnik / Vladimir Umikashviliტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 8696-ს მიაღწია,  გამოჯანმრთელდა 4619 ადამიანი, გარდაიცვალა – 52

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან. 

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 72– თბილისი, 44 – იმერეთი, 23 – სამეგრელო-ზემო სვანეთი, 10 – ქვემო ქართლი, 8 – გურია, 3 – სამცხე–ჯავახეთი, 1–1– კახეთი და შიდა ქართლი.

ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 34-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 43 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: ანტირეკორდების სერია გრძელდება – ახალი შემთხვევები ბოლო დღე-ღამეში

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 33  პაციენტი მკურნალობს, მათგან სამი პაციენტი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 8696-ს მიაღწია,  გამოჯანმრთელდა 4619 ადამიანი, გარდაიცვალა – 52, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 100 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0