20:00 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2185)
116 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 554-ით გაიზარდა და 8118-ს მიაღწია

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი ორი პაციენტიდან ერთ–ერთი მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მკურნალობდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 50-ს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, 82 წლის პაციენტი ბათუმის ერთ-ერთი კლინიკიდან  1ოქტომბერს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას თავის ტვინში სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა და ბათუმის კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად კორონავირუსიც დაუდასტურდა. 

„1 ოქტომბერს ბათუმიდან ჩვენს კლინიკაში მოხდა პაციენტის გადმოყვანა. ანამნეზში არის თავის ტვინის სისხლჩაქცევა, იყო გულისა და სუნთქვის უკმარისობა. ჩვენი აქტიური მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 554-ით გაიზარდა და 8118-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 252 ადამიანი შეემატა და მათი საერთო რაოდენობა 3 992-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2185)

მთავარი თემები