14:01 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (337)
11910

განათლების მინისტრის განცხადებით, კაცობრიობა სხვადასხვა საფრთხის წინაშე დგას და კორონავირუსის გლობალური პანდემია ამის ერთ-ერთი მაგალითია.

თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. კორონავირუსის პანდემიამ აშკარად აჩვენა საზოგადოებისთვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სასიცოცხლო მნიშვნელობა, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. 

მიხეილ ჩხენკელმა დღეს დისტანციურად მიიღო მონაწილეობა STS Forum-ის (Science and Technology in Society Forum) ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მე-17 ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაში, რომელზეც 35 ქვეყნის წარმომადგენელმა პოსტ–პანდემიურ პერიოდში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

 „დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უპრეცედენტო მიღწევების ეპოქაში, რაც საზოგადოებისათვის ამოუწურავ შესაძლებლობებს ქმნის. ამავდროულად, კაცობრიობა სხვადასხვა საფრთხის წინაშე დგას და Covid-19-ის გლობალური პანდემია ამის ერთ-ერთი მაგალითია. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ცოდნა ადამიანის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, დავძლიოთ დიდი სოციალური გამოწვევები და ვებრძოლოთ ჩვენ წინაშე არსებულ საფრთხეებს“, -განაცხადა მინისტრმა.

ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებას გულისხმობს. მისი თქმით, ქვეყანაში ხელსაყრელი პირობები იქმნება იმისათვის, რომ საქართველო მეცნიერთა  მოღვაწეობის მთავარ ადგილად იქცეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიზანს ემსახურება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დაარსება. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტში ფუნქციონირებას დაიწყებს ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც მედიცინასა და ბირთვულ ფიზიკაში კვლევასა და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას მოემსახურება.

უწყების ცნობით, STS ფორუმი ყოველწლიურად იმართება. წელს იგი დისტანციურ რეჟიმში 3-6 ოქტომბერს ტარდება და განსახილველ თემას Covid-19-ის გლობალური პანდემიით შექმნილი კრიზის დაძლევის გზების განხილვა წარმოადგენს. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, მეცნიერები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იღებენ.

თემები:
განათლება საქართველოში (337)

მთავარი თემები