21:54 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (293)
98 0 0

„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების განცხადებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ისინი ხმების დაცვისთვის ბრძოლას აპირებენ

თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თავისუფლების მოედანზე რამდენიმე ათასი თანამოაზრე შეკრიბა და წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა.

შეკრებილთ პარტიის ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან–მოურავმა მიმართეს, რომლებმაც პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 „ეს აქცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“  საქართველოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალაა. ამ მოედანს ვერ ავსებს ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ჩვენ გვაქვს 900 ათასი აუდიოჩანაწერი, რომელიც მკაფიოდ ცხადყოფს, რომ ჩვენი პარტია უსწრებს „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველა დანარჩენ  პარტიებს“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

პარტიის ძირითადი გზავნილი იყო საკუთარი თავის, როგორც მესამე პოლიტიკური ძალის წარმოჩენა.

„ეს ერთადერთი სწორი ძალაა. ჩვენ აღარ გვჭირდება მოღალატეები. „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა მის დაპირებებს და ახლა ხელისუფლებაში სააკაშვილი მოჰყავს“, – განაცხადა თარხან–მოურავმა.

შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა ისაუბრეს საარჩევნო პროგრამაზე, სიღარიბესთან ბრძოლაზე, სამხედრო ნეიტრალიტეტსა და ტერიტორიების დაბრუნებაზე.

 „ჩვენ შევქმნით საშუალო კლასს, საქართველოში მრავალი უზრუნველყოფილი ადამიანი გაჩნდება. ჩვენ შევქმნით მშვიდ ქართულ საზოგადოებას. ჩვენ არ გვინდა გაყიდული საქართველო, ჩვენ სოხუმთან და ცხინვალთან ხიდებს ავაშენებთ“, – განაცხადა თარხან–მოურავმა, რომელმაც დასძინა, რომ პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში უკან არ დაიხევს.

 „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მიტინგებისთვის, საკუთარი ხმების დაცვისთვის“, – განაცხადა თარხან–მოურავმა.

აქციაზე პარტიამ თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2012 წელს დააფუძნა რამდენიმე ქართველმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, რომლებიც კონსერვატიულ ანტიდასავლურ პოზიციებს იზიარებდნენ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ხმების ზუსტად 5% მიიღო და გახდა მესამე საპარლამენტო პარტია – „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (293)

მთავარი თემები