04:16 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (167)
23701

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიზანია მომავალი მთავრობის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ფორმირება, მიაჩნიათ „პატრიოტთა ალიანსში“

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ შაბათს, 3 ოქტომბერს თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციის ჩატარებას აანონსებს.

ვაკის საარჩევნო ოლქში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნანა დევდარიანმა ბრიფინგზე აქციის მიზნებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ყველანაირად ცდილობს წინ გაიყვანოს და ხელოვნურად გაზარდოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი. დევდარიანის აზრით, „ქართული ოცნების“ მიზანია მომავალი მთავრობის „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ფორმირება. 

„თუ თქვენ ყურადღებას მიაქცევთ, „ქართული ოცნება“ სხვადასხვა ინსტრუმენტებით ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 12-დან 18%-მდე გაზარდოს, რაც უბრალოდ აბსურდია... ეს ხელისუფლების ცვლილების მცდელობაა, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ“, – განაცხადა დევდარიანმა.

მისი ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსმა“ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 1,2 მილიონმა ადამიანმა მიიღო. გამოკითხვის შედეგებით, მმართველი პარტიის რეიტინგი 13%-ს არ აჭარბებს, „ნაცმოძრაობის“ კი 3,2%-ს.

„ჩვენი მიზანია დავანგრიოთ ეს სიცრუე და მას სიმართლე დავუპირისპიროთ. მოვუწოდებ ქართველ ხალხს გვენდონ,  მხარი დაგვიჭირონ არჩევნებში და დაუჯერონ „პატრიოტებს“, – განაცხადა დევდარიანმა.

31 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნებში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“  მონაწილეობას დამოუკიდებლად იღებს.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2012 წელს დააფუძნა რამდენიმე ქართველმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, რომლებიც კონსერვატიულ ანტიდასავლურ პოზიციებს იზიარებდნენ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ხმების ზუსტად 5% მიიღო და გახდა მესამე საპარლამენტო პარტია – „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (167)

მთავარი თემები