07:02 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2106)
742 0 0

საქართველოში ინფიცირების დღეღამური მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო 24 საათში ახალი შემთხვევების რაოდენობა 448–ით გაიზარდა.

თბილისი, 1 ოქტომბერი  — Sputnik.  სლოგანი „დარჩი სახლში“ სასურველია ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში კვლავ ამოქმედდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 6640–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 3419, გარდაიცვალა 41 პაციენტი. 

„აჭარის შემდეგ, ყველაზე დიდ ყურადღებას  იმერეთის რეგიონის მიმართ ვიჩენთ,  სადაც დღეს  96 შემთხვევა  დაფიქსირდა და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით თბილისში ფართომასშტაბიანი პრევენციული ღონისძიებების გატარებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება აჭარაში შემოღებულ შეზღუდვებზე –  აკრძალულია საქალაქთაშორისო და მუნიციპალუტი რტანსპორტის მოძრაობა, კაფე–რესტორნები 22:00 საათამდე მუშაობენ.

 „აჭარაში ასევე მოქმედებს სლოგანი ხანდაზმულებისთვის – განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა  „დავრჩეთ სახლში“.   ეს სლოგანი უკვე სასურველია, რომ ავამოქმედოთ ყველა დიდ ქალაქში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა>>>

ამასთან, აღსანიშნავია ღია სივრცეში სოციალური დისტანციის დაცვა. თუ მისი დაცვა შეუძლებელია, მაშინ აუცილებელია პირბადის ტარება.

 „გამომდინარე იქიდან, რომ ეპიდემია ყველგან და, მათ შორის, ჩვენთანაც ძალებს იკრებს, სასურველია, რომ უფრო გაფართოებული და ინტენსიური პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ.  ძირითადად ეს არის პირბადის გამოყენება, რადგანაც უკვე დამტკიცებულია, რომ პირბადე არის ყველაზე მძლავრი იარაღი დაავადების გავრცელების პრევენციისთვის. ამიტომ, ჩვენ პირბადე უნდა გამოვიყენოთ დახურულ შენობაში, ღია სივრცეში, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში ინფიცირების დღეღამური მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო 24 საათში ახალი შემთხვევების რაოდენობა 448–ით გაიზარდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2106)

მთავარი თემები