Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ახლა ვიტყვი პირველად, რატომ დავშორდი ქმარს...“ – შორენა ბეგაშვილის აღიარება

© Facebook / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი და ირაკლი ნანაძე
შორენა ბეგაშვილი და ირაკლი ნანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შორენა ბეგაშვილმა ვრცელი განმარტება მიუძღვნა მისი და ბიზნესმენ ირაკლი ნანაძის ქორწინების თემას. მოდელმა გაამხილა საიდუმლო, თუ რატომ დაშორდა ბიზნესმენს.

ქართველი სექს-სიმბოლო და მსახიობი შორენა ბეგაშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა ყოფილ ქმართან განშორებაზე. შორენამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ საკუთარ გადაცემაში „შორენას ეფექტი“ იმ მძიმე პერიოდზე ისაუბრა, როდესაც მისი შვილი სიკვდილს ებრძოდა, ხოლო მისი ქმარი მის გვერდით არ იყო.

შორენას თქმით, ის და ევა სტამბულის კლინიკაში თვეები იყვნენ, ამ დროს კი მისი მეუღლე, ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე თბილისში ერთობოდა. „ეს გრძელდებოდა წლები და მივატოვე. ბოლო ორი კვირაა ვრცელდება ინფორმაცია ჩემს შეყვარებულთან დაკავშირებით. დიახ, მე შეყვარებული ვარ. ჩემი ადამიანი ვიპოვე. ვიცი, რომ მისთვის ერთადერთი ვარ“, – განაცხადა ბეგაშვილმა.

View this post on Instagram

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

ზუსტად ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ისიც კი არ იცოდა, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა. მაშინ არავინ იცოდა წყვილის დაშორების მიზეზი, თუმცა ამბობდნენ, რომ შორენა ე.წ. კანონიერ ქურდზე, თურქეთში მცხოვრებ ლაშა ბარათელზე იყო შეყვარებული, რომელიც ჯერ კიდევ ქორწინებაში მყოფ ფოტომოდელს ძვირადღირებულ საჩუქრებს უგზავნიდა.

View this post on Instagram

🖤

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

რამდენიმე კვირის წინ წყვილი ესპანეთში ერთად ისვენებდა. სწორედ ესპანეთში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა ცოტა ხნის წინ შორენა ბეგაშვილმა, რითიც ყველა ჭორი დაადასტურა. ბეგაშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე სტატუსიც შეცვალა და ამჟამად ქალის შესახებ გამოქვეყნებულ პირად ინფორმაციაში მითითებულია, რომ ის ურთიერთობაში იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0