ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 241 აჭარას უკავშირდება

© Sputnik / Seyran Baroyanკორონავირუსზე ტესტირება
კორონავირუსზე ტესტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6640-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 3419, გარდაიცვალა 40 ადამიანი.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევიდან 241 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან. 

  • რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 98 – იმერეთი, 62 – თბილისი, 15 – სამეგრელო-ზემო სვანეთი, 9 – სამცხე-ჯავახეთი, 7-7 – გურია და შიდა ქართლი, 2 – კახეთი, 6 კი „იმპორტირებული“ შემთხვევაა.

ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 35-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 22 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6640-ს მიაღწია, აქედან დღეს 448 შემთხვევა დაემატა, გამოჯანმრთელდა 3419, გარდაიცვალა 40 ადამიანი. 

სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 100 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0