03:25 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2132)
103 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად გაიზარდა და 6640-ს მიაღწია.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა 81 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას აღენიშნებოდა თანხმლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად, 448-ით გაიზარდა და 6640-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 3419 ადამიანი, გარდაიცვალა – 39, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 100 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2132)

მთავარი თემები