02:26 01 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2267)
38880 0 0

ნინი ქარსელაძე მისმა დედამ რომანტიკულ ვითარებაში დააფიქსირა. ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს ცნობილი მომღერლის დედა სოციალურ ქსელში.

ნინი ქარსელაძე ქართველმა მაყურებელმა ბავშვობიდან გაიცნო. „ქუჩის ბიჭებთან'' ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა. თუმცა ნინის პროფესიად მომღერლობა არ აურჩევია. იურისტობა გადაწყვიტა. ამბობს, რომ პროფესიის შერჩევაში ბიძა – მერაბ ჟორდანია დაეხმარა.

ნინი ყოველთვის ერიდება პირად ცხოვრებაზე საუბარს, თუმცა თუ სოციალურ ქსელში მისი ბოლოდროინდელი აქტივობებით ვიმსჯელებთ, გოგონა შეყვარებულია. ამას მოწმობს ხათუნა ჟორდანიას მიერ გამოქვეყნებული რომანტიკული ფოტოც, სადაც მომღერალს სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი კოცნის. მოგვიანებით ამავე მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო ნინიმაც გამოაქვეყნა, თუმცა სახე დაუფარა. აშკარაა, რომ მომღერლის პირად ცხოვრებაში სიახლეებია.

რამდენიმე თვის წინ ნინი ქარსელაძე, ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია დახმარებას ითხოვდნენ. ოჯახის წევრები საზოგადოებას ლოცვასა და გამხნევებისკენ მოუწოდებდნენ. ხათუნა ჟორდანიას მძიმე დაავადება დაუდგინეს, რის გამოც ის სასწრაფოდ ისრაელის კლინიკაში გადაიყვანეს. ახლა ზურა ხაჩიძის მეუღლე თავს ბევრად უკეთ გრძნობს, მაგრამ ხანგრძლივი მკურნალობის კურსი არ შეუწყვეტია.

View this post on Instagram

Happy Valentine’ day, darling❤️❤️❤️ @zura_khachidze

A post shared by Xatuna Jordania (@xatunajordania) on

ნინი ქარსელაძეს დედის გამოჯანმრთელებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ამის შესახებ ხათუნა ჟრდანიამ საჯაროდ ისაუბრა. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მან რამდენჯერმე გაიკეთა ქიმიოთერაპია და ბევრად უკეთაა. დაავადების შესახებ ოჯახის წევრებმა შემთხვევით გაიგეს, როდესაც ხველების გამო ექიმთან მივიდნენ.

ხათუნასთვის ზურასთან ქორწინება მეორე იყო. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი შვილი, ყველასათვის კარგად ცნობილი მომღერალი ნინი ქარსელაძე. ზურა ხაჩიძისთვის კი ეს პირველი ოჯახია და მათ ჰყავთ საერთო შვილი, უსაყვარლესი ანასტასია ხაჩიძე. ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელთა შორის მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2267)

მთავარი თემები