12:12 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2219)
84 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 326-ით გაიზარდა და 6192-ს მიაღწია.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge.

გავრცელებული ინფორმაციით, ლეტალური შემთხვევა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა – გარდაცვლილია 60 წლის ქალი. აღნიშნული ფაქტი დღეს კორონავირუსის ინფექციით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა – 69 წლის მამაკაცი ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ გარდაიცვალა, 61 წლის ქალი კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სამივე პაციენტს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 326-ით გაიზარდა და 6192-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 2324 ადამიანი, გარდაიცვალა – 39, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5413, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 869 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2219)

მთავარი თემები