საქართველოში კორონავირუსით 38-ე პაციენტი გარდაიცვალა

© AP Photo / Achmad Ibrahimსაავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 326-ით გაიზარდა და 6192-ს მიაღწია.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge.

პაციენტის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის ცნობილი.

დღეს ეს გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. უფრო ადრე 37-ე პაციენტის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია – 69 წლის მამაკაცი ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, ჰქონდა თანმდევი დაავადებები – მძიმე ორმხრივი პნევმონია და მოციმციმე არითმია სასუნთქი სისტემის დაავადების ფონზე.

პალატა - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით 37-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 326-ით გაიზარდა და 6192-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 2324 ადამიანი, გარდაიცვალა – 37, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5413, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 869 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0