ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 235 აჭარას უკავშირდება

© Sputnik / Seyran Baroyanტესტირება
ტესტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6192-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 3120, გარდაიცვალა 37 ადამიანი.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან 235 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან. 

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 38 – იმერეთი, 30 – თბილისი, 14 – სამეგრელო-ზემო სვანეთი, 6–6 გურიასა და კახეთში, თითო–თითო კი მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში.

ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, 3072 ინფიცირებული პაციენტებიდან 28-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 26 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

ბათუმი - Sputnik საქართველო
ეპიდვითარება აჭარაში – ინფიცირებულთა შორის 100-მდე ბავშვია

დღეს საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა – 69 წლის მამაკაცი ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა. ენდელაძის თქმით, მას მძიმე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და სასუნთქი სისტემის დაავადებების ფონზე მოციმციმე არითმია აღენიშნებოდა.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 19 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთი კრიტიკული პაციენტია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6192-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 3120, გარდაიცვალა 37 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0